წვდომის კონტროლის დანერგვა - ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო მმართველობის სკოლაში

პროექტის მიმოხილვა

პროექტის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა უსაფრთხოების და წვდომის კონტროლის სისტემების დანერგვა სსიპ -ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო მმართველობის სკოლაში. სამუშაოები მიზნად ისახავდა უსაფრთხოების პროცესების გამართვას და უსაფრთხოების სისტემების  ეფექტური მექანიზმების დანერგვას.

პროექტის მასშტაბი

პროექტი მოიცავდა სკოლის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას თანამედროვე წვდომის კონტროლის მოწყობილობებით. ჯამში დამონტაჟდა 40-ზე მეტი მოწყობილობა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების და წვდომის კონტროლის გაუმჯობესებას დაწესებულების სხვადასხვა სივრცეში.

გამოყენებული გადაწყვეტილებები

  • სისტემის დიზაინი
    სკოლის სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა მათზე მორგებული უსაფრთხოების გადაწყვეტა, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას და ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მართვას.
  • აღჭურვილობის შერჩევა
    შერჩეული იქნა საიმედო და ხარისხიანი წვდომის კონტროლის მოწყობილობები, რომლებიც აკმაყოფილებს როგორც უსაფრთხოების, ისე სკოლის მოთხოვნებს.
  • მონტაჟი
    მოწყობილობები განთავსდა სკოლის ძირითად ლოკაციებზე, რათა უზრუნველყოფილიყო სკოლის სივრცეების ეფექტური დაფარვა.
  • ინტეგრაცია და ტესტირება
    ახალი სისტემა ინტეგრირდა არსებულ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასთან და გაიარა  ტესტირების სრული ციკლი.

შედეგები

სამუშაოები განხორციელდა სკოლის აკადემიური პროცესების მინიმალური შეფერხებით. დანერგილმა წვდომის კონტროლის სისტემამ გააძლიერა უსაფრთხოების დონე და უზრუნველყო სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების  ეფექტური კონტროლი.

დასკვნა

სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო მმართველობის სკოლაში განხორციელებულმა პროექტმა აჩვენა ჩვენი გამოცდილება საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული დაწესებულებების უსაფრთხოების სისტემების  დანერგვაში. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი გადაწყვეტილებები პასუხობს დაწესებულების საჭიროებებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტაბილურ კონტროლს.