ჩვენი სიახლეები
გაეცანით ჩვენი კომპანიის სიახლეებს

კომპანიის სიახლეები

BUSA GROUP ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო გამოფენას „საქართველო - უზბეკეთი: აბრეშუმის გზას“ დაესწრო
თიბისი ბანკის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით , 8-9 ოქტომბერს ტაშკენტში გაიმართა გამოფენა „საქართველო - უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სექტორის წამყვანმა კომპანიებმა და ინვესტორებმა. ღონისძიებას დაესწრო BUSA GROUP-ის გუნდი, რომელმაც გამოფენის ფარგლებში წარადგინა პრეზენტაცია უსაფრთხოების, საინჟინრო და IT სისტემების მიმართულებით. ღონისძიების მსვლელობისას, BUSA GROUP-ის წარმომადგენელმა  ერთ-ერთ დამსწრეს გადასცა საჩუქარი, რომელიც სპეციალურად შეირჩა ღონისძიებისთვის. გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ახალი ბიზნესკავშირების, საერთაშორისო პარტნიორობების და გამოცდილების გასაზიარებლად. BUSA GROUP აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას რეგიონულ და გლობალურ დონეზე.