პროექტის მიმოხილვა
პროექტის ფარგლებში წარმატებით დავამონტაჟეთ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა საქართველოს უნივერსიტეტის რვა კამპუსზე. პროქტის მიზანი იყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გაუმჯობესება საგანმანათლებლო სივრცეში.
პროექტის მასშტაბი
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 200-ზე მეტი Fire Class ბრენდის ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა. სისტემა უზრუნველყოფს რამდენიმე კამპუსის ერთდროულ მონიტორინგს და ხანძრის დროულ გამოვლენასა და რეაგირებას.
გამოყენებული გადაწყვეტილებები
შედეგი
სამუშაოები განხორციელდა დაგეგმილ ვადებში და უნივერსიტეტის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. დამონტაჟებულმა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ უზრუნველყო კამპუსების სრული უსაფრთხოება და გააძლიერა გამოვლენის და რეაგირების შესაძლებლობები ყველა ლოკაციაზე.
დასკვნა
ჩვენ მიერ დამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მუშაობს სტაბილურად და უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სასწავლო, ისე ადმინისტრაციულ სივრცეებში.