ბათუმის სტადიონის აუდიო სისტემის მონტაჟი
წარმატებით დავასრულეთ ბათუმის სტადიონში თანამედროვე აუდიო სისტემის მონტაჟი. პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ, დავამონტაჟეთ და სრულად გავმართეთ ხმის სისტემა, რომელიც სტადიონის ყველა ზონაში უზრუნველყოფს მკაფიო და სტაბილურ ხმას. ახალი სისტემა ერთნაირად ეფექტურად გამოიყენება განცხადებების, მუსიკის და ცოცხალი კომენტარების გასავრცელებლად, რაც ღონისძიებების მიმდინარეობას უფრო ორგანიზებულს და კომფორტულს ხდის როგორც მაყურებლისთვის, ისე პერსონალისთვის.
პროექტის აღწერა
ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო პროექტის სრული ციკლი: სისტემის დაგეგმვა, მონტაჟი და საბოლოო გამართვა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სტადიონის ყველა სივრცეში ერთგვაროვანი, და სუფთა ხმის მიღება, ექოს და უსუფთაო ბგერების გარეშე.
რას მოიცავდა პროექტი
როგორ ვიმუშავეთ
პირველ ეტაპზე შევისწავლეთ სტადიონის სივრცე და მისი აკუსტიკური თავისებურებები. ამის მიხედვით დავგეგმეთ აუდიო სისტემა ისე, რომ ხმა ყველგან ერთნაირად გასაგები და ჟღერადი ყოფილიყო.
შემდეგ ეტაპზე დავგეგმეთ და დავაგეთ კაბელები, მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით, რათა სიგნალი სტაბილური და სუფთა ყოფილიყო.
მონტაჟის დროს დავაყენეთ დინამიკები, გამაძლიერებლები და მართვის სისტემები.
ბოლოს ჩატარდა სისტემის სრულყოფილი გამართვა და ტესტირება, რათა ყველა აუდიო ელემენტს სწორად და შეთანხმებულად ემუშავა.
შედეგი
დღეს ბათუმის სტადიონი აღჭურვილია აუდიო სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან და სუფთა ხმის გავრცელებას სტადიონის ყველა ნაწილში. განცხადებები, მუსიკა და ცოცხალი კომენტარები მკაფიოდ და შეუფერხებლად ისმის ნებისმიერ ზონაში, რაც ღონისძიებების მიმდინარეობას უფრო ორგანიზებულს და კომფორტულს ხდის როგორც მაყურებლისთვის, ისე სტადიონის პერსონალისთვის.
ჩვენი მუშაობა ეფუძნება მარტივ პრინციპს: სწორად დაგეგმილი, ხარისხიანად შესრულებული და სტაბილურად გამართული სისტემა.