About Us
We are a group of creatively minded people who have built businesses to change the way we think about the industry.

ჩვენ შესახებ
BUSA GROUP
არის ტექნოლოგიური და საინჟინრო გადაწყვეტილებების კომპანია, რომელიც ქმნის და ახორციელებს თანამედროვე უსაფრთხოების, IT და ელექტრო ინფრასტრუქტურის გადაწყვეტებს. ჩვენი მიზანია ორგანიზაციებს შევუქმნათ დაცული, სტაბილური და მარტივად მართვადი სამუშაო გარემო, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენ ვმუშაობთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან და ვახორციელებთ პროექტებს სრული ციკლით, პროექტირების ეტაპიდან დაწყებული, მონტაჟის და სისტემების ინტეგრაციის ჩათვლით, შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით.

BUSA GROUP-
ის გუნდი აერთიანებს გამოცდილ ინჟინრებსა და ტექნოლოგიურ სპეციალისტებს, რომლებიც თითოეულ პროექტს უდგებიან სიზუსტით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. ჩვენი საქმიანობა მოიცავს უსაფრთხოების სისტემებს, დაშვების კონტროლს, აუდიო-ვიდეო გადაწყვეტებს, სახანძრო უსაფრთხოებას, IT და ქსელურ ინფრასტრუქტურას, ავტომატიზაციას და ელექტრო სისტემებს. თითოეული გადაწყვეტა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და ოპერაციულ გარემოზე.

Why us?
პროცესების სრული მართვა
BUSA GROUP უზრუნველყოფს პროექტის სრულ ციკლს.  პროექტირებიდან მონტაჟის და სისტემების ინტეგრაციის ჩათვლით, ასევე შემდგომ ტექნიკური მომსახურებით. ყველა ეტაპზე პროცესს მართავს ერთი გუნდი, რაც ამარტივებს კომუნიკაციას და ამცირებს შეცდომების რისკს.
საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტები
ჩვენ არ ვიყენებთ ერთნაირ მიდგომას ყველა პროექტისთვის. თითოეული სისტემა იგეგმება კონკრეტული ობიექტის  და ორგანიზაციის საჭიროებების გათვალისწინებით, რათა გადაწყვეტილება იყოს პრაქტიკული და ეფექტური.
თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესრულება, არამედ სისტემების გამართული მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ მხარდაჭერას და მომსახურებას.